მიიღე 15% ფასდაკლება – შეძენისას გამოიყენე პრომო კოდი MAY15OFF

როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ტყავი ხელოვნურისგან?

🔸 1. შეხება – სირბილე და ტემპერატურა
ბუნებრივი ტყავი რბილია, შეხებისას თბილია და ბუნებრივად „სუნთქავს“.
ხელოვნური ტყავი კი პირიქით, უფრო მკვრივია, ცივი და „პლასტმასისავით“ გრძნობა აქვს.

📌 რჩევა: თუ ნივთი ძალიან იდეალურად გამოიყურება და ზედაპირი ზედმეტად ერთგვაროვანია – დიდი შანსია ხელოვნური იყოს.


🔸 2. სუნი – ბუნებრივი ტყავის სურნელი
ბუნებრივ ტყავს სპეციფიკური და თავისებური სუნი აქვს.
ხელოვნურს – ქიმიური ან პლასტმასის სუნი.


🔸 3. ზედაპირის უნიკალურობა
ნამდვილი ტყავი არასდროს არის 100%-ით თანაბარი – მასზე ხშირად შეიმჩნევა ბუნებრივი ნაკეცები, მარცვლოვანი სტრუქტურა ან პატარა ნაიარევები.ხელოვნური ტყავის ზედაპირი კი ზედმეტად თანაბარია და ერთნაირი შაბლონით არის დამუშავებული.

📌 რჩევა: ნამდვილი ტყავი არასდროს არის „იდეალურად იდეალური“.


🔸 4. წვა ან სითბოს რეაქცია (საჭირო არაა გამოცდა – მხოლოდ ინფორმაცია)
ბუნებრივი ტყავი ადვილად არ იწვის და სუნიც განსხვავებული აქვს — როგორც თმის ან ცვილის.
ხელოვნური ტყავი იწვება სწრაფად და ძლიერად ყარს პლასტმასივით.