ჩვენს შესახებ

Grosh — ნატურალური ტყავის ხელნაკეთი აქსესუარების ქართული ბრენდია, დაარსებული 2017 წელს.

თითოეული ნივთი იკერება ხელით, ორმაგი ნაკერით და დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით.

ჩვენთვის ხარისხი და გამძლეობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დახვეწილი დიზაინი.

Grosh შექმნილია მათთვის, ვინც აფასებს ხელით შრომას, უნიკალურობასა და აქსესუარებს, რომლებსაც ხასიათი აქვს.

შესაძლებელია პერსონალიზება.
თითოეული აქსესუარი წარმოდგენილია სასაჩუქრე შეფუთვით.