წესები და პირობები
ონლაინ ვაჭრობა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, ამიტომ ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს ცვლილებები, რის შესახებ შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორც ჩვენს მომხმარებლებს, თუმცა ეს ჩვენი ვალდებულება არ არის, ამიტომ გთხოვთ პერიოდაულად შეამოწმოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესები.
ყველა ქვემოთხსენებული პირობა არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდითა და ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.
ვებ-გვერდის გამოყენებისას თქვენ აცხადებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებგვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, წესების დაცვით, რომელსაც საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს.
ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას Grosh-სა (ინდ. მეწარმე გვანცა ფანცხავა ს/კ 01024070098) და მომხმარებელს შორის, რომელიც არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას.
თუ აღნიშნულ წესებსა პირობებს არ ეთანხმებით, უნდა შეწყვიტოთ ვებ-გვერდით სარგებლობა.
ვებ-გვერდზე სტუმრობა და მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს. შესაძლებელია აღნიშნული წესების და პირობების განახლება პერიოდულად, შესაბამისად, მომავალში ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენება ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამ ცვლილებებს.
დაუშვებელია, ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიყენოთ ვებგვერდი თქვენი ან მესამე პირის კომერციული მიზნებისთვის.
რეგისტრაცია
რეგისტრაცია მოიაზრებს პირადი ინფორმაციის დაფიქსირებას ვებ-გვერდზე, კერძოდ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტიური მისამართი, ასაკი, სქესი და ასევე ბარათის მონაცემები.
რეგისტრაციისას მითითებული პაროლი აუცილებლად უნდა იყოს უნიკალური, გთხოვთ არ გაანდოთ აღნიშნული პაროლი მესამე პირს.
ვებგვერდის გამოყენების და იდენტიფიცირებისათვის მომხმარებელი ქმნის პირად გვერდს. პირად გვერდზე შესასვლელად ყოველ ჯერზე მოგეთხოვებათ, რომ გაიაროთ ავტორიზაცია და დაიცვათ აღნიშნული „წესები და პირობები“.
ანგარიშსწორება
ანგარიშსწორება შესაძლებელია Visa/MasterCard ტიპის ბარათის გამოყენებით,
ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათის გამოყენება ჩვენს გვერდზე მოიაზრებს, რომ აღნიშნული ბარათი თქვენი პირადი საკუთრებაა ან მფლობელისაგან გაქვთ ნებართვა ბარათის გამოყენების.
მონაცემების გამოყენება
პირადი მონაცემები დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ელ-ფოსტაზე პერიოდულად გადმოგეგზავნებათ შეტყობინებები ფასდაკლებებისა და სპეციალური შემოთავაზებების შესახებ, რომლის გაუქმებაც ასევე შესაძლებელია თქვენი ელ-ფოსტიდან სასურველ დროს.
Cookies
„Cookies“ მოიაზრებს მცირე რაოდენობის საინფორმაციო ფაილებს, რომელიც იგზავნება ამა თუ იმ ვებ-გვერდიდან (რომელსაც სტურმობთ) თქვენს ბრაუზერზე. „Cookies“ - ჩვენ მიერ გამოყენებულია ინფორმაციის შესაგროვებლად და მომსახურების გასაუმჯობესებლად, რომელზე დათანხმებაც მოგცემთ ვებ-გვერდის გამოყენების უფლებას. თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ „Cookies“-ს გამოყენების პირობებს, ვერ ისარგებლებთ გვერდის მომსახურებით.
„GOOGLE ANALYTICS“- არის ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც იყენებს რამდენიმე ტიპის “COOKIES” ინფორმაციას, გამოიყენება როგორც თქვენი ვებ-გვერდზე სტუმრობის ანონიმური უნიკალური მაინდიფიცირებელი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მარკეტინგული და ანალიტიკური მიზნებისთვის.
„Facebook Pixel Cookie“ – არის ანალიტიკური/სარეკლამო სახის ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება სოციალურ ქსელ „FACEBOOK”-ში თქვენთვის სარეკლამო აქტივობის მოსაწოდებლად.
ზემოთ აღნიშნული სარეკლამო აქტივობებისგან მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ აღნიშნული სერვისის მომწოდებელ კომპანიებს (FACEBOOK, GOOGLE) ან გამოიყენოთ თქვენი ბრაუზერის ინსტრუმენტები აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების შესაწყვეტად.
მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები. თუმცა გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს, ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100%-ით უსაფრთხო და სანდოა..
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანმხებით, როგორც მომხმარებელი ადასტურებთ, რომ შესაძლებელია გამოგეგზავნოთ, როგორც მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის ელექტრონული ფორმით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ელექტრონული ფოსტით) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა თუ სხვა სიახლეებისა და ინფორმაციიის თაობაზე. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ შეტყობინების მიღებაზე, რა დროსაც ზემოთ-მითითებულ კონტაქტზე გამოაგზავნით შესაბამის მოთხოვნას.